საზოგადოება
საგანგაშოა, რომ გუნდმა, მეგი ბაქრაძის მდგომარეობაზე სამართალდამცავებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა.

„ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, გავაგრძელოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მუშაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრალი გუშინ წარუდგინა. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, იმუნიზაციის შემდეგ, მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოყენებულა და იმ დროს, როცა გართულების შემდგომი გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, ექიმი ვ.ი. დაყოვნების ოთახში არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდეგ ექთანი მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდა, რის გამოც, გარდაიცვალა.



Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 23 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8523
RUB
RUB
100
4.4253
TRY
TRY
1
0.3781
USD
USD
1
3.1701
AMD
AMD
1000
6.1074
კალენდარი
«« ივნისი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.