10 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.