საზოგადოება
ბაკურიანში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბაკურიანში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყეს. დაბაში დილიდან მუშაობენ ბორჯომის მერიის წარმომადგენლები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კურორტზე მსგავსი მასშტაბის სტიქია არ მომხდარა. წყალდისობამ დიდი ზარალი მიაყენა და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აუნაზღაურებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა. მთიდან მოვარდნილი წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და წერეთლის ქუჩაზე პრობლემები შექმნა. წყალმა სასტუმრო ,,ნოელის" ღობე დაანგრია და ეზო დატბორა, დაზიანდა ასევე შენობის სამრეცხაო და საცხოვრებელი კოტეჯები.

| Print |