საზოგადოება
ერთ წელში, სამცხე-ჯავახეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 2 347-ით გაიზარდა

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ბოლო ერთ წელიწადში უკიდურესად გაჭირვეული მოსახლეობის რიცხვმა დაახლოებით, 18%-ით მოიმატა. სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 ადამიანს, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.

სამცხე-ჯავახეთში, ერთ წელში, სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა 2 347-ით გაიზარდა. 2020 წლის მარტში შემწეობას 11 931 ადამიანი იღებდა, 2021 წლის მარტში კი - 14 278 პირი.

ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.

 

| Print |