საზოგადოება
ბიუსტი ღამეა წაღებული - ქურდობა რაბათის სასაფლაოზე
ახალციხეში, რაბათის სასაფლაოდან ბრინჯაოს ბიუსტი მოიპარეს. სასაფლაოს დირექტორის თქმით, ქურდობა სავარაუდოდ, ღამე მოხდა, რადგან დღის განმავლობაში ტერიტორიაზე დარაჯი იმყოფება. პავლე მაღრაძე ამბობს, რომ სასაფლაოდან მხოლოდ ერთი ბიუსტია წაღებული.

„გარდაცვლილის ძმის შვილმა თბილისიდან დამირეკა, რომ ავედით მერე შევამჩნიეთ, რომ აღარ იყო. ახალი წაღებულია. ყარაული ჰყავს სასაფლაოს, მაგრამ მხოლოდ დღის საათებში. ბიუსტი ღამეა წაღებული. მთელ სასაფლაოზე ორი ბიუსტი იყო, ერთი ეგ და მეორე განთქმული ექიმის. მისი ობელისკი დგას თავის ადგილზე“, - გვითხრა სასაფლაოს დირექტორმა პავლე მაღრაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

| Print |