საზოგადოება
სფეროები, რომლებსაც უქმე დღეებში მუშაობა შეუძლიათ
მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით, დადგენილება გამოსცა. ჯერ აღდგომის დღესასწაულისა და შემდეგ უქმე დღეების გამო, 29 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით დასვენების დღეებია. 

ჯერ არ გამოქვეყნებულა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრული იქნება თუ რომელ საქმიანობებს შეეხება ან არ შეეხება უქმე დღეები, თუმცა, როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც იგივე იქნება საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ უქმე დღეების პერიოდში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელონ ფუნქციონირება. 

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
  • ფარმაცევტული საქმიანობა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
  • საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;
  • წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;
  • სამაშველო საქმიანობა;
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.
| Print |
თეგები: უქმე დღეები /