საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მგზავრობა ძვირდება
სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი მოიმატებს - აცხადებს tv9news.ge -სთან შპს „ჯეოტივის“ დირექტორი. ნუგზარ მამუკაშვილი მგზავრობის გადასახადის გაძვირების მიზეზად საწვავზე ფასის მატებას ასახელებს.

„გარკვეული ფაქტორების გამო იძულებული ვართ მგზავრობა ყველა მიმართულებით გავაძვიროთ. ამაზე დოლარის კურსი, საწვავის, საბურავების და სამარშუტო ტაქსებისთვის ზეთის, ,,ტაოტის" და ა.შ. ფასების ზრდა მოქმედებს. ჯერ არ ვიცით რამდენით გავაძვირებთ, ამას გაანგარიშების და გამოთვლების საფუძველზე დავადგენთ,“ - აცხადებს ნუგზარ მამუკაშვილი.

შპს „ჯეოტივის“ დირექტორი ვარაუდობს, რომ გამოთვლის შედეგად სხვადასხვა რეისებზე ფასები მნიშვნელოვნათ გაიზრდება, მაგალითად ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრს ბილეთის შესაძენად 15 ლარის გადახდა მოუწევს.

ახალციხე - თბილისის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, პირველი მარტიდან ორი ლარით უკვე გაძვირდა. დედაქალაქიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ჯერ 12 ლარი ღირს, ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება კი ისევ 10 ლარია.

| Print |