საზოგადოება
ზიკილიაში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
ახალციხის სოფელ ზიკილიაში 57 წლის მამაკაცი, ქუჩაში გარდაცვლილი იპოვნეს. შემთხვევა დაახლოებით 18:00 სთ-თვის მოხდა. თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს გ.გ. გარდაცვლილი დახვდათ.

მამაკაცს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ზიკილიაში თანასოფლელის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |