საზოგადოება
ახალციხელი ლელა ოქრომელიძე Forbes Georgia-ს 30 Under 30 ერთ-ერთი რჩეულია
Forbes Georgia-მ მესამე, ყოველწლიური 30-წლამდელთა რეიტინგი გამოაქვეყნა. ჟიურის რჩეულთა შორისაა ლელა ოქრომელიძე, რომელიც აშშ-ში, კლინიკა მაიოს (Mayo Clinic) მკვლევარია რადიოლოგიის დარგში. მის კატეგორიაში - მეცნიერებაში 30 წლამდე ასაკის ხუთი რჩეული ახალგაზრდაა.

გამომცემლობა 30 წლამდე წარმატებულ ახალგაზრდებს ექვს სფეროში ასახელებს. ესენია: კულტურა, ტექნოლოგიები, მეწარმეობა, მეცნიერება, მედია და სპორტი.

„პანდემიური ზამთრის ბოლოს ჰორიზონტზე ოცდაათი ნათელი წერტილი ჩნდება. Forbes Georgia-ს მესამე, ყოველწლიურ 30-წლამდელთა რეიტინგში თავმოყრილი ახალგაზრდები გვევლინებიან მყარ მტკიცებულებად, რომ ამბიციასა და ინოვაციას კარანტინში ვერ მოათავსებ. ზოგი მიდის დინების საწინააღმდეგოდ და კოვიდ-19-ის პირობებში ბიზნესებს ქმნის, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი. სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს 30 under 30 – პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს. სიის წევრი ახალგაზრდები თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან“, - წერს Forbes Georgia.

| Print |