საზოგადოება
რა კეთდება ახალციხის ტბაზე?
ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტბასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების მოწყობა.

სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერეს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.


| Print |