საზოგადოება
დღეს ასპინძობაა - ასპინძის ბრძოლიდან 251 წელი გავიდა (ვიდეო)

 

დღეს, 20 აპრილს, ასპინძის ისტორიული ბრძოლიდან 251 წელი გავიდა. 1770 წელს, ერეკლე მეორის სარდლობით ქართველთა ჯარმა, ოსმალეთის ლაშქართან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

 

თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება ასპინძის მუნიციპალიტეტში. დღესასწაული კულტურის ცენტრის წინ, 12:00 საათზე, მონუმენტური ძეგლის ყვავილებით შემკობითა და დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.

კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები - ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება - კულტურის ცენტრი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სამცხე", ფოლკლორული ანსამბლი "წუნდა", სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საპატიო ასპინძელების დაჯილდოვება, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

13:00 ასპინძის რაგბის ბაზაზე ერეკლე მეფის გარდამავალი თასიც გათამაშდა, სადაც ერთმანეთს სამცხე ჯავახეთის "ტაო" და თელავის "ჭადარი" დაუპირისპირდნენ.

| Print |