საზოგადოება
სასაფლაოსთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება - მთავრობა
სააღდგომოდ სასაფლაოზე გასვლა აკრძალული იქნება და მისასვლელი გზები ჩაიკეტება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

"საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება, მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი", - განაცხადეს ბრიფინგზე.
| Print |