საზოგადოება
ბარბარე შონია საქართველოს ორგზის ჩემპიონია
ბორჯომელი მოჭადრაკე, ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

დაჯილდოება ბორჯომის სასპორტო სკოლაში გაიმართა. ადმინისტრაციამ, ბარბარე შონია, სიგელით თასით და მედლით დაასაჩუქრა. ბარბარე შონია ჭადრაკს სამი წლიდან თამაშობს. აქამდე მან არაერთი გამარჯვება უკვე მოიპოვა. პატარა ჩემპიონს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.

ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი პირველად თბილისში 2020 წლის 29 იანვარს გახდა, გამართულ ჩემპიონატში 350-მდე მონაწილე იბრძოდა გამარჯვებისთვის.

ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველია, ვინც აქამდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

პატარა მოჭადრაკეს წინ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობა ელის.


ვიდეომასალა ეკუთვნის ტელეკომპანია ბორჯომს.
| Print |