საზოგადოება
17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ
17 მაისს, საქართველო ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს ზეიმობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ, თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობას დალოცვა მიმდინარეობს.

ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ, 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა გამოაცხადა.

დღესვე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ლგბტ აქტივისტებმა საქართველოში ერთსაათიანი აქციით, კანცელარიის შენობასთან აღნიშნეს. აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ტერიტორია მათთვის გამოყოფილი სამარშუტო ტაქსებით დატოვეს. ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები.

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. 2014 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, აღნიშნული თარიღი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
| Print |