საზოგადოება
კომენდანტის საათის მოქმედების დრო შეიცვალა

 

ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან, 17 მაისიდან ამოქმედდება.
| Print |