საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა ქარხნის ტრაილერი ეზოში არ შეუშვეს
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების მუშებმა ტრაილერს გზა გადაუკეტეს და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, როდესაც ინციდენტში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.

ამ დროისათვის ჩარხისწყალთან სიმშვიდეა. ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხნების დისტრიბუციის ტრაილერებმა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მანქანები გააჩერეს. აღნიშნული ტრაილერებით ჩამოსხმული ბორჯომი უნდა გაეტანათ. სატვირთო მანქანები N1 ჩამომსხმელ ქარხანასთანაა გაჩერებული. მონაწილეთა თქმით, აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცული მუშები ღამის გათევას ღია ცის ქვეშ აპირებენ.

საპროტესტო აქცია 18 მაისს, 10 საათიდან დაიწყო. ქარხნის 350-მდე თანამშრომელი სამუშაო პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


| Print |