საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს
ბორჯომში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს. ისინი ღამის გათევას ღია ცის ქვეშ მანამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სამუშაო პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესება კვლავ რჩება მათ მთავარ მოთხოვნად.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. მისი ინფორმაციით, გაფიცვამდე კომპანიას და დასაქმებულებსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარეობდა 21-დღიანი მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქარხნის მუშების ინფორმაციით, კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას უნაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია. ბორჯომში მიმდინარე საპროტესტო აქციას, IDS ბორჯომი განცხადებით ეხმაურება. კომპანიის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის.

საპროტესტო აქცია 18 მაისს, 10 საათიდან დაიწყო. ქარხნის თანამშრომლები სამუშაო პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
| Print |