საზოგადოება
აქციის მონაწილეები, შეხვედრიდან ორგანიზატორების გამოსვლას ელოდებიან (ვიდეო)
ბორჯომში, საპროტესტო აქციის მონაწილეები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ორგანიზატორების პასუხს ელოდებიან, რომლებიც შეხვედრაზე არიან შესული.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. მისი ინფორმაციით, გაფიცვამდე კომპანიას და დასაქმებულებსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარეობდა 21-დღიანი მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია. ბორჯომში მიმდინარე საპროტესტო აქციას, IDS ბორჯომი განცხადებით ეხმაურება. კომპანიის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის.

საპროტესტო აქცია 18 მაისს, 10 საათიდან დაიწყო. ქარხნის თანამშრომლები სამუშაო პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

| Print |