საზოგადოება
აქცია ხვალ გაგრძელდება - ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის ხელმძღვანელებთან აქციის მონაწილეების და პროფკავშირის წარმომადგენელის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, მხარეები მეორე შეხვედრას დღეს გამართავენ.
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი
დიასამიძესთან ერთად ქარხნის ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრას გაფიცული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

თანამშრომლების ნაწილი ფიქრობს, რომ გუშინდელი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ამიტომ აქციები არ უნდა შეწყვიტონ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების 350–მდე თანამშრომელი 18 მაისს გაიფიცა, ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ ადგილზე კარვებიც გაშალეს. მომხდართან დაკავშირებით „აიდიეს ბორჯომი საქართველომ“ განცხადება გაავრცელა.
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთ უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.
| Print |