საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ნინოწმინდაა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სამცხე-ჯავახეთში,  ნინოწმინდაში დაფიქსირდა. ადგილობრივებმა ბიძგები გამთენიისას იგრძნეს. 

"დღეს, თბილისის დროით 06:19 საათზე, ნინოწმინდაში, სოფელ ფოკასთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა", - ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.
| Print |