საზოგადოება
პოზიციები დაახლოვდა, კრიზისიდან გამოსავალი მოლაპარაკებაა - ანტონ ობოლაშვილი
სამცხის მაჟორიტარი ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრასიას და გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. პარლამენტის წევრმა გაფიცულთას მოთხოვნები მოისმინა და განაცხადა, რომ კომპანია "აი დი ეს ბორჯომი საქართველოს" ხელმძღვანელობა აპირებს დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდეს და პრობლემურ საკითხებზე ისაუბროს.

დეპუტატის თქმით, მხარეთა პოზიციები დაახლოვდა, კრიზისიდან გამოსავალი კი მოლაპარაკებაა.

18 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, "აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ პოზიციაა, რომ გაფიცულებთან შეხვედრაში აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აღარ ჩაერთოს. მუშები კი ამბობენ, რომ იურიდილ მხარდაჭერას სწორედ პროფკავშირი უზრუნველყოფს და მათი წარმომადგენლის ყოფნა შეხედრაზე აუცილებელია.

ორდღიანი გაფიცვის შემდეგ ქარხნის თანამშრომელთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი ნორმალურ სამუშაო პირობებსა და სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. ორი დღის განმავლობაში კომპანიის მიერ ამ დრომდე არ გაკეთებულა კომენტარი. ორგანიზაცია მხოლოდ განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა.

| Print |