ბორჯომის #1 და #2 ჩამომსხმელი ქარხნის მუშებმა საპროტესტო აქცია დილიდან პირველ ქარხანასთან განაახლეს. გაფიცული მუშები შუა დღით მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ, რომელსაც ადგილობრივები და სხვადასხვა ქალაქიდან პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ.
400-მდე გაფიცულის მოთხოვნა არ შეცვლილია - ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქცია 18 მაისიდან იმართება.
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.