საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები ხვალ მასშტაბურ აქციას აანონსებენ (ვიდეო)
ბორჯომის ქარხანა მეექვსე დღეა გაჩერებულია. კომპანიის თანამშრომლები გაფიცულები არიან და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ჯერჯერობით, შეთანხმება კომპანიასთან ვერ ხერხდება.

გაფიცული თანამშრომლები 24 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ და ამბობენ, რომ მუშაობას მას შემდეგ განაახლებენ, რაც კომპანია სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ბორჯომის #1 და #2 ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ მუშებს სოლიდარობა სხვადასხვა ქალაქიდან გამოუცხადეს. მოქალაქეები ბორჯომში 21 მაისს ჩავიდნენ და ქარხნის 400-მდე თანამშრომელს მხარდაჭერა აღუთქვეს. 

აქცია 18 მაისიდან იმართება. 400-მდე გაფიცულის მოთხოვნა არ შეცვლილია - ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.
| Print |