საზოგადოება
ფარავნის ტბასთან რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი 247 რეკრურტმა დადო და დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ადგილზე გაიმართა: სვანეთში - უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში - პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში - ფარავნის ტბასთან, კახეთში - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და ქალაქ მცხეთაში. სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა. 

თავისუფლების მოედანზე კოლოფებად წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების ქვედანაყოფები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების კოლოფი. მოწვეული სტუმრები კი ესალმებიან იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც სულ ახლახან დაასრულეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში და სამშობლოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.

ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, ყველამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
| Print |