საზოგადოება
გაფიცვის მეცხრე დღეს მუშებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა
გაფიცვიდან მეცხრე დღეს, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანია IDS-ს შორის შეთანხმება შედგა. მოთხოვნები დაახლოვდა და შეჯერდა ორივე მხრიდან - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ. მედიატორის თქმით, თანამშრომლები სამუშაო ადგილებს ხვალ დაუბრუნდებიან და ორივე ქარხანა მუშაობას განაახლებს.

ამ წუთებში გიორგი დიასამიძე აქციის მონაწილეებს შეთანხმების დეტალებს აცნობს. საბოლოო შეთანხმების შემდეგ ხელი მოეწერება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ შეთანხმებას. მხარეები მიღწეულით კმაყოფილნი არიან. ხელშეკრულებებს ხელს კომპანიის მხრიდან ახალი ხელმძღვანელი მოაწერს. საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებასაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებდა.

| Print |