საზოგადოება
რაზე შეთანხმდნენ ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები და ახალი ადმინისტრაცია
გაფიცვიდან მეცხრე დღეს "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. ქარხნები მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

თანამშრომლებს ხელფასები 30-დან 60 პროცენტამდე ეზრდებათ. საწარმოში გაზრდიან შტატებს, რომ დასაქმებულებს აღარ მოუხდეთ ზეგანაკვეთური შრომა.

,,ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ველაპარაკეთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ყველაფერი დააკმაყოფილა. ყველა უბანზე გათანაბრდა ხელფასები და შემდეგ წამოვიდა 30%-იანი მატება. ყველაფერს დავაკანონებთ საბუთებით" - განაცხადა "ბორჯომის" ქარხნის თანამშრომელმა ზურაბ ბუხრიკიძემ.

,,ამ დღეების განმავლობაში, დასაქმებულებთან საკმოდ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შედგა შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ორივე მხრიდან გარკვეული კომპრომისების გაღებას. შეთანხმება სამართლიანი და ობიექტურია"- აცხადებს "ბორჯომის" ქარხნის ხელმძღვანელი მერაბ ახმეტელი.

შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება. 15:00 საათისთვის, გაფიცულ თანამშრომლებს კოლექტიური ხელშეკრულების დეტალები გიორგი დიასამიძემ გააცნო, ხოლო ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობებს თანამშრომლები პირადად გეცნობიან. ახალი დირექტორი თანამშრომლებს ახალ ხელშეკრულებას 1-ლი ივნისიდან გაუფორმებს.

| Print |