საზოგადოება
ტურისტული აბასთუმნის ორი მხარე
20 მაისიდან აბასთუმანში დამტვერვის სეზონი, იგივე ფიჭვის და ნაძვის ყვავილობა იწყება. ეს ერთი თვე ის პერიოდია, როდესაც ყველა ცდილობს კურორტზე მოხვედრას. გაძვირებული ცხოვრების მიუხედავად, აბასთუმნელები ვიზიტორებს ისევ პანდემიამდე არსებული ფასებით სთავაზობენ დასვენებას. ამის მიზეზი ვირუსის გავრცელების შემდეგ, ჩამომსვლელთაგანახევრებული რაოდენობაა. კოვიდრეგულაციების გამო, პატარა, მაგრამ უნიკალური კურორტის მცხოვრებლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. რაზე ჩივიან ტურიზმზე დამოკიდებული აბასთუმნელები, რას პასუხობს ხელისუფლება და როგორია ექსპერტთა შეფასებები?

ნუგზარ ათოშვილი რვასულიან ოჯახს 15 წელია ცხენების გაქირავებით არჩენს. ცხენზე დამოუკიდებლად სეირნობა პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ, ამიტომ რთულ საქმეს სიამოვნებით აკეთებს და პანდემიამდე ბედაურთა რაოდენობა ხუთამდეც გაზარდა. Covid19-ის შემდეგ კურორტზე დამსვენებელი შემცირდა. გაძვირებული ცხოვრების მიუხედავად, იძულებულია კლიენტებს ჯერ ისევ ძველი ფასით, 3 ლარად მოემსახუროს. თუმცა, მეორე წელია ესეც სანატრელი გაუხდა.

,,დილიდან საღამომდე რომ მაქსიმუმ 20 ლარი გააკეთო, როგორ ფიქრობთ ეგ თანხა რამეში გეყოფა? ორ ბოთლ ზეთს ვეღარ ყიდულობ. ბავშვები მყავს, რვასულიანი ოჯახია. ერთი ტომარა ფქვილი 80 ლარი გახდა, მე როდის შევაგროვებ რომ ვიყიდო? ჩვენთან პური 80 თეთრი ღირს და დღეში 6-8 ლარის პური მჭირდება. ხორცზე ლაპარაკი ზედმეტია, მაკარონს და ასეთებს-ღა ვყიდულობთ“, - ამბობს ნუგზარ ათოშვილი და ამატებს, რომ დღის განმავლობაში რთული საქმის შესრულება და ძირითადად, გაჭირვებულ ხალხთან ურთიერთობა უწევს.ტარიელ მამულაშვილი მეუღლესთან ერთად საოჯახო სასტუმროს წლებია ამუშავებს. როგორც აბასთუმნელების უმრავლესობა, ისიც ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავლით ირჩენს თავს. კურორტზე ტურისტული სეზონი ძირითადად ოთხ თვეს გრძელდება. ამიტომ ცდილობს, ამ მცირე მონაკვეთში მთელი წლის კომუნალურების გადასახდელი თანხა მაინც შეაგროვოს, თუმცა შემოსავალი არ აქვს. ,,ძველ კლიენტებს ამ დროს უკვე ზაფხულშიც დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილები, ახლა კი ჯერ არავის დაურეკავს“.ენდელაძეები აბასთუმნის შესასვლელში სასტუმროსა და საცურაო აუზს ორ ათეულ წელზე მეტია ამუშავებენ. თითქმის ერთი წლით გაჩერებული საქმიანობის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ სასტუმროს მეპატრონეები და თანამშრომლები. შემცირებული ვიზიტორებისთვის მომსახურების ფასი არც აქ შეცვლილა.

,,ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ. ყველას უჭირს და ცოტა დამსვენებელი ჩამოდის. არც სასტუმროს და არც აუზის ფასი არ გაგვიძვირებია, ისედაც ვინღა მოდის“, - ამბობს ნელი ენდელაძე და იხსენებს იმ დროს, როცა აბასთუმანში ჩასული დამსვენებლისთვის ადგილს სხვა სასტუმროში ეძებდა, რადგან მასთან ყველა დაკავებული იყო.აბასთუმანში დამტვერვის სეზონზე ისვენებენ ოჯახები, მცირეწლოვანი ბავშვებით. იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სასუნთქი სისტემის გასაჯანსაღებლად, საკურორტო ქალაქში მინიმუმ 10 დღე მაინც უნდა გაატარო. ანი ზედგინიძემ, მეხუთე წელია, 15-მდე საოჯახო სასტუმროსა და დამსვენებლებს შორის შუამავლობა იტვირთა. ამბობს, რომ კურორტი შარშანდელთან შედარებით, წელს დამსვენებლის რაოდენობას აღარ უჩივის.მოსახლეობისგან განსხვავებით, ადიგენის მერს იმედი აქვს, რომ წელს ყველა - საოჯახო და ქსელური სასტუმრო ერთნაირად დაიტვირთება. ,,აბსოლუტურად კულმინაციას მიაღწევს, რომ იტყვიან“ - აცხადებს ზაქარია ენდელაძე და მოსახლეობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი მათგანი ესტუმროს კურორტს. ,,ადამიანმა უნდა ჩაისუნთქოს ეს მტვერი, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში“. მისივე თქმით, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის გამო, წელს რესტორანი არ იმუშავებს. ასევე, ცვლილებებია აბასთუმნის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

,,აბასთუმნის ორწლიანი გეგმა - „როშა“ პარკის რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ველობილიკების მოწყობასა და რეკრეციული ზონების გალამაზებას გულისხმობს. უკვე დასრულდა ტყის ორივე მხარეს ბილიკების მოწყობა, რაც ჯამში 100 კმ-ზე მეტ მანძილს მოიცავს. საკმაოდ ეფექტურია და დამსვენებელს ის-ღა დარჩენია, რომ დამტვერვის სეზონით ისიამოვნოს. პანდემიის მიუხედავად, აბასთუმანს დამტვერვის სეზონზე ხალხი არასდროს მოკლებია, მაგრამ წელს უფრო შეინიშნება სიმრავლე“, - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე.

,,პანდემიამდე როგორც იყო, იმდენი ხალხმრავლობა აღარაა, მაგრამ დამტვერვის პერიოდში აბასთუმანს დამსვენებელი მაინც ჰყავს. ვერ ვიტყვით, რომ კურორტი ცარიელია. აბასთუმანს განსაკუთრებული კლიმატი აქვს, დამსვენებლების სიმრავლეც ამით არის გამოწვეული. ყველას იმედი აქვს, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში თავის ჯანმრთელობას აბასთუმანში კიდევ უფრო გაიუმჯობესებს, ვიდრე სხვა კურორტზე. ეს არის სწორედ ის ფაქტი, რაც ხალხმრავლობას იწვევს“ - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამცხე-ჯავახეთში შალვა ბერძენიშვილი.

დამტვერვის სეზონზე კურორტზე ჩასული დამსვენებელი ყურადღებას აბასთუმნის უნიკალურობაზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ კოვიდ19-ის პირობებში მისი მნიშვნელობა გაორმაგდა.ხელისუფლების პათოსს ვერ იზიარებენ ექსპერტები. სპეციალისტები 2020-21 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტურისტულ სეზონს შეფასებისასგანმარტავენ, რომ დამსვენებლთა ერთჯერადი აქტივობა პატარა კურორტზე, ბიზნესის მდგრადობისთვის არაფერს ნიშნავს. ტურიზმის სფეროს ექსპერტის, ვახტანგ საათაშვილის თქმით, მართალია, ზოგადად ტურიზმის სფერო 2020 წელთან შედარებით ოდნავ გამოცოცხლდა, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესი წელსაც ვერ მუშაობს სათანადოდ.

,,რაც შეეხება ტრადიციულ დასვენების ტიპებს, რაც ყვავილობას თუ დამტვერვას უკავშირდება, დატვირთვა საკმაოდ დაბალია. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ მუშაობს სამწუხაროდ, რადგან მათ მასობრივი ტურიზმი ჭირდება. მოლოდინი პესიმისტური გვაქვს, არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რა ეტაპებით დაიწყება ტურიზმის ინდუსტრიის გახსნა ქვეყანაში - იგულისხმება საზღვრების გახსნა, მასობრივი ვაქცინაცია, რეგიონის ტურიზმი როდიდან გაიხსნება და ა.შ. ამიტომ ძალიან ბუნდოვანი მომავალი გვაქვს. აბასთუმანი ძალიან პატარა კურორტია საკმაოდ მწირი ბიზნესმოთამაშეებით, ამიტომ დიდი ნაკადი არ არის საჭირო, რომ შედეგი ხელშესახები იყოს. ეს არის ძალიან მოკლე პერიოდი ასევე მოკლე პიკური დატვირთვებით, ამიტომ ეს ბიზნესის მდგრადობისთვის არაფერს ნიშნავს“ - განმარტავს ვახტანგ ასათაშვილი.

ვატო ასათაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მაისის თვე ზოგადად აქტიურია სასტუმროებისთვის, რადგან ძირითადად ამ დროს იმართება კონფერენციები და საქმიანი შეხვედრები. გარდა ამისა, ექსპერტი რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტთა შემოდინებაზე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამაც იმოქმედა.

,,სწორედ რუსულმა ბაზარმა ამუშავა მოკლე დროით (2 კვირა) ქართული ტურიზმი მაისის თვეში, ესეც იმის ფონზე, რომ რუსეთმა თვითონ ჩაკეტა თურქეთში დასვენების საშუალება თავისი მოქალაქეებისთვის და სხვადასხვა ტრანზიტული რეისებით, მათი ნაწილი ჩამოვიდა საქართველოში. რაც გარკვეული შეღავათია ქართული ტურიზმისთვის. გარდა ამისა, დაემატა მაისის არდადეგები რუსული ბაზრისთვის, რომელიც საქართველოში აქტიურად მოდიოდა“, - აღნიშნავს ვახტანგ ასათაშვილი.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს რეგიონში ქვეყნის ვიზიტორთა საშუალო რაოდენობამ თვეში 2.7% შეადგინა. ტურისტული არეალის მიხედვით, ათ ნაწილად დაყოფილ ქვეყანაში, სამცხე-ჯავახეთი და გურია ბოლო ადგილებს იკავებენ.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 10 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 8 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobethttps://twitter.com/cratossroyalbetgrandpashamobilbahis