საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შევიდა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ. ისინი დაწესებულებას მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე დღეს, ოთხ ივნისს ეწვივნენ. 

ვიზიტის მიზანი, სალიცენზიო პირობების შემოწმებაა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის დარღვევა გამოვლინდება, შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და სააღმზრდელო დაწესებულებას გამოსწორებისთვის გარკვეული ვადა მიეცემა.

" სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პანსიონსი ბოლოს 2018 წელს იყო შესული, ერთ ოთახში 9 ბავშვზე მეტის ყოფნა არ შეიძლებოდა და მაშინ იყო მეტი ბავშვი ერთ ოთახში, ასევე აგარაკზე ვერ გაჰყავდათ აღსაზრდელები და არ ჰქონდათ სამკომპონენტიანი სადილი. მაშინაც მიეცათ ვადა გამოსასწორებლად და გამოსწორდა პირობები. ვადები რამდენჯერმე შეიძლება მიეცეს და თუ არ გამოსწორდება, შესაძლოა ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგეს", - ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი ტარიელ კაშია. 

| Print |