საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონიდან აღსაზრდელები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელების გამოკითხვა დღეს, ხუთ ივნისს განახლდა. რამდენიმე მოზარდი დაკითხვაზე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროოლიტის თქმით, მათი გამოკითხვა ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის თანდასწრებით მიმდინარეობს. 

მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) პანსიონში დღეს, ხუთ ივნისს კიდევ მივიდა. მისი თქმით, იმსჯელებენ, როგორ მოგვარდეს ეს საკითხი. ასევე, საკითხს სწავლობს საპატრიარქო

პანსიონში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, რომლებმაც წუხანდელი ღამე ბავშვთა სახლში გაატარეს. 
| Print |