საზოგადოება
ვიყავით სველები, დაღლილები, ასანთი აღარ გვქონდა - რას ჰყვებიან აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები
შვიდი ახალგაზრდა, რომლებსაც აბასთუმნის ტყე-პარკში ეძებდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მაშველებმა ისინი საირმის ტერიტორიიდან დილით ჩამოიყვანეს. ახალგაზრდები ჰყვებიან, რომ ოთხ ივნისს, ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ფირნიშების გარჩევა გაუჭირდათ და გზა აერიათ.

მაშველებმა და რეინჯერებმა ახალგაზრდები მიუვალ ადგილზე ექვს ივნისს იპოვეს.

სტუდენტები ლაშქრობაში ორ ივნისს წავიდნენ, სახლში კი ოთხში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ოჯახის წევრებთან კონტაქტი ბოლოს სამ ივნისს, საღამოს ჰქონდათ.

ახალგაზრდებს ტყეში ეძებდნენ რეინჯერები და 40-მდე მაშველი. პროცესში ჩართული იყო საჰაერო გადაღების კამერა.

| Print |