საზოგადოება
ახალციხის ციხეზე სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს
45 წლის ანა ტაბატაძის დასახმარებლად, ახალციხეში მოქალაქეები სისხლს უანგაროდ გასცემენ. დონაციიდან მიღებული თანხა პაციენტის ანგარიშზე აისახება. მსურველები სისხლს დილის 10 საათიდან აბარებენ.

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სისხლის ბანკის წარმომადგენლები სისხლს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იბარებენ. შეგროვებული ბიოლოგიური მასალა დამუშავდება და სისხლის ბანკის რეზერვში განთავსდება.

45 წლის ანა ტაბატაძეს თვალზე სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია - რქოვანას გადანერგვა, რისთვისაც 32 ათასი ლარია საჭირო. თანხის ნაწილი მოგროვებულია და მხოლოდ 12 000 ლარი აკლია.

ანა ტაბატაძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

საქართველოს ბანკი GE22BG0000000498924667 მიმღები ქეთევანი ტაბატაძე
TBC ბანკი GE24TB7744445061100091 მიმღები ქეთევანი ტაბატაძე

| Print |