საზოგადოება
სოლიდარობა ნინოწმინდის პანსიონატს და მეუფე სპირიდონს - ირმა ინაშვილი
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ - გვერდზე ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ჩასული კიოკუშინის ფედერაციის მოზარდების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც სპორტსმენებთან ერთად პანსიონის აღსაზრდელებიც არიან.
,,საქართველოს კიოკუშინის კარატეს ფედერაციის ახალგაზრდა სპორტსმენები ნინოწმინდის პანსიონატში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ და რამდენიმე დღეს ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებთან ერთად გაატარებენ. დიდი მადლობა გოჩა და კახა კაკაბაძეებს. სოლიდარობა ნინოწმინდის პანსიონატს და მეუფე სპირიდონს!" - წერია ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონისა და ნინოწმინდის პანსიონატის მხარდასაჭერად კიოკუშინის ფედერაცი 12 ივნისს ჩავიდა. 

12 ივნისს, საქართველო პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით გამოკითხული პირის გ.ჩ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ჩ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.
| Print |