როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება 18 ივნისის მეტეოროლოგიურ პროგნოზს ახალციხესა და სხვა ქალაქებში, ასეთია:
ახალციხე ღამით +15°, დღისით კი +30°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
თბილისი ღამით +18°, დღისით +34°, უმეტესად უნალექოდ.
ბათუმი ღამით +18°, დღისით +27°, უმეტესად უნალექოდ.
ბორჯომი ღამით +14°, დღისით კი +32°, უმეტესად უნალექოდ.
ბახმარო ღამით +8°, დღისით +23°, უმეტესად უნალექოდ.