ახალციხის მერიაში მერის სახელზე დაწერილი განცხადება არ ჩაიბარეს - მოქალაქე
14:50 / 18.06.2021
ახალციხის მკვიდრმა ნატალია ვლასოვამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას წერილი ფოსტით გაუგზავნა. როგორც თავად ამბობს, მიზეზი კანცელარიაში მისი წერილის ჩაბარებაზე უარის მიღებაა.
მოქალაქემ ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის სახელზე შედგენილი წერილი მერიაში მიიტანა, კანცელარიაში კი უთხრეს, რომ საკითხს მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე კურირებდა, ამიტომ წერილის ადრესატი უნდა შეეცვალა და ახალი განცხადება მიეტანა.
ნატალია ვლასოვას განცხადების შედგენაში ნუგზარ სამარჯიშვილი დაეხმარა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეს წერილის ჩაბარებაზე უარს ეუბნებიან და ამავე მიზეზით უკან აბრუნებენ.
მერიის კანცელარიაში კი ამბობენ, რომ განცხადების ჩაბარებაზე უარის თქმის მიზეზი არ აქვთ და ხშირად წერილის შედგენაში თავადაც ეხმარებიან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას - საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელი ნანა თარხნიშვილი განმარტავს, რომ განცხადების ადრესატის შეცვლაზე მათი მხრიდან მხოლოდ შეთავაზებას ჰქონდა ადგილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.