საზოგადოება
საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება
საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.
| Print |