საზოგადოება
ახალციხის მერია ავტომანქანებს, სპეცტექნიკას და მიწის ნაკვეთებს ყიდის
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ გადაწყვიტა, რომ მის ბალანსზე არსებული ავტომობილები და სპეცტექნიკა გაყიდოს. ოთხი "ნივა", ორი "07", „მიცუბიშის“ მარკის, ჯიპის ტიპის ერთი მანქანა და ორი სპეცტექნიკა აუქციონზე გაიყიდება.

„ჟიგულის“ საწყისი ფასი 1 500-1 600 ლარია, "ნივას" - 1 500, 1 600 და 2 100 ლარი, MITSUBISHI PAJERO – 2 000 ლარი, რაც შეეხება მძიმე ტექნიკას - BELARUS IUMZ 3 000 ლარად არის შეფასებული, თოვლის სახვეტი აგრეგატი კი 35 000 ლარად. საერთო ჯამში, რვავე ნივთის საწყისი ფასი 49 800 ლარია.

ამის გარდა, ახალციხის მერია სამ მიწის ნაკვეთს ყიდის. ახალციხის ტბის მიმდებარედ 492 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 22 140 ლარია (კვადრატული მეტრი 45 ლარი).

ახალქალაქის გზატკეცილზე, გზის მარჯვენა მხარეს, 71 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2 840 ლარად არის შეფასებული (კვადრატული 40 ლარი), ამავე ტერიტორიაზე 170 კვ.მ. მიწის ნაკეთის საწყისი ფასი 6 800 ლარია.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მათ სანაცვლოდ ახალი ავტომობილების შეძენა არ იგეგმება.

| Print |
თეგები: ავტოპარკი /