საზოგადოება
ნინოწმინდაში მიწისძვრა მოხდა
დღეს, რვა ივლისს საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ნინოწმინდაა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბიძგები ნინოწმინდის სოფელ სამებასთან 9 კმ-ში დაფიქსირდა. ამავე ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

სოფელი სამება იყო ეპიცენტრი გუშინ, სვიდ ივლისს მომხდარი ორი მიწისძვრის.
| Print |