საზოგადოება
ახალციხის ჯანდაცვის ცენტრი 25 000 ლარად ავტომობილს იყიდის
ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის არაფინანსური აქტივები 25 000 ლარით გაიზარდა. ამ თანხით ორგანიზაციამ ავტომობილი უნდა შეისყიდოს. ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს გადაადგილება უწევთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამ პროცესის გასაადვილებლად კი ავტომობილია საჭირო.

„მათ უწევთ გადაადგილება, მობილობის გასაზრდელად და მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად აუცილებელი იყო ამ თანხის გათვალისწინება“,
- განმარტა მერის ფინანსურმა კონსულტანტმა ვახტანგ თაქთაქიძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის თქმით, ორგანიზაციას ორი მოძველებული ავტომობილი ჰყავს, რომელიც შორ გზაზე გადასაადგილებლად მოუხერხებელია.
| Print |