საზოგადოება
შშმ პირთა ორგანიზაცია დღის ცენტრისთვის დონორს ეძებს
ახალციხეში შშმ პირთა ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“ დღის ცენტრის მოსაწყობად, მერიისგან ფართის გამოყოფას ითხოვს. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, სადაც მენტალური და ფიზიკური პრობლემების მქონე 70 პირია გაწევრიანებული, თვითმმართველობიდან მიიღო პასუხი, რომ შენობის ნაწილს იმ შემთხვევაში დაუთმობდა, თუ მისი რეაბილიტაციისთვის დონორს თავად ორგანიზაცია მოძებნიდა.

ამ მიზნით, შშმ პირთა მშობლები, ახალციხეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დონორების მოძიებაში დახმარება სთხოვეს. სამოქალაქო სექტორმა ორგანიზაციას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა, როგორ უნდა მოძებნონ სპონსორი. ვეფხვია დიაკონაშვილის თქმით, შენობის რემონტსა და აღჭურვას დაახლოებით, 120 ათასი ლარი სჭირდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“ 2016 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ, შშმ პირთა მშობლები ცდილობენ, რომ მათი პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტებში მოხვდეს. ახალციხეში არ არსებობს დღის ცენტრი, სადაც ბენეფიციარები ყოველ დღე მივლენ და სხვადსხვა აქტივობით დაკავდებიან. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში 1 079 ადამიანს შშმ პირის სტატუსი აქვს.

| Print |