საზოგადოება
გადადგეს მთავრობა - 18:00 სთ-ზე ჟურნალისტების აქცია დაიგეგმა
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო აქტივისტების მთავარი მოთხოვნა, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა იმ მოძალადის დაკავება და დასჯაა, რომლებიც ტვ პირველის ოპერატორს თავს დაესხა.

,,ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს - დღეს გარდაიცვალა.

1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!"
,-ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი დილიდანვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს, თუმცა ოჯახს ამის სურვილი არ ჰქონია. როგორც გარდაცვლილის დედა "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, ამისი წინააღმდეგი იყო.

თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოჯახის სურვილი არ გაითვალისწინეს.

რაც პოლიციამ აქ ჩაატარა სპეცოპერაცია, ასეთი რამე არც მინახია და არც გამიგია - ამბობს ვატო წერეთელი, ტვ პირველის ხელმძღვანელი.

შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

შეგიძლიათ ნახოთ:

დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში - პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება - ვატო წერეთელი

აქციაზე ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს
| Print |