საზოგადოება
"ვერაფერს გეტყვით შეფასებაზე, თუმცა" - ახალციხის მერი ხუთი ივლისის მოვლენებზე
რა გახდა მედიის წარმომადგენლების მიმართ, ხუთ ივლისს განხორციელებული ძალადობის მიზეზი და რამდენად ოპერატიულად იმოქმედა ხელისუფლებამ - მოვლენების შეფასება ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ. ახალციხის მერი გადაცემაში დავპატიჟეთ, თუმცა გვითხრა, რომ პროექტების განხორციელებით არის დაკავებული და არ სცალია. მომხდარის შესახებ კი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ ხუთ ივლისს, რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მოგვიანებით მათგან ერთი - "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. დაზიანდა ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

| Print |