საზოგადოება
გერმანიამ საქართველო “მაღალი რისკის ქვეყნების” სიაში შეიყვანა
გერმანიის მთავრობამ საქართველო “მაღალი რისკის ქვეყნების” სიაში შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილება "რობერტ კოხის ინსტიტუტმა" კოვიდ-ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო, დღეს მიიღო. აღნიშნული ინსტიტუტი გერმანიის ფედერალურ სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს.

როდესაც ქვეყანას ან ტერიტორიას "რობერტ კოხის ინსტიტუტი" „მაღალი რისკის ზონად“ მიიჩნევს, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნიდან გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს მოუწევს 10-დღიანი კარანტინის გავლა, თუ ის არ არის სრულად აცრილი ან არ გადაუტანია კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, კარანტინის პერიოდი 5 დღემდე შეიძლება შემცირდეს თუ დაბრუნებულის კოვიდ-ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დღესვე საქართველოს გარდა, გერმანიამ მაღალი რისკის ქვეყნების სიაში ესპანეთი და ნიდერლანდებიც შეიყვანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 25 ივლისიდან შევა ძალაში.
| Print |