საზოგადოება
ვალეში, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
ვალეში, მანველიშვილის #25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა. მშობლები არასრულწლოვან შვილთან ერთად. ,,მთლიანი კედელი ჩამოინგრა, სხლი კი იყო დაბზარული, მაგრამ ასე ძალიან არ ველოდით. შეიძლება ბიძგებიც დაემატა" - ამბობს ოჯახის დიასახლისი სალომე ჩიტაშვილი.

,,ვუყურებდით როგორ ინგრეოდა სახლი, ალბათ არასწორად იყო აგებული და სიძველისგან ჩამოინგრა" - ამბობენ მეზობლები.

ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. შემთხვევა 31 ივლისს, დაახლოებით11:00 საათისთვის მოხდა. ჩიტაშვილებმა ორი ღამე მეზობლებთან გაათიეს.
დაეხმარება თუ არა მერია დაზარალებულ ოჯახს, ჩიტაშვილები დღის ბოლოს გაარკვევენ.
| Print |