საზოგადოება
მესხურმა ოდამ ,,თანადგომა შვილებს" უმასპინძლა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,თანადგომა შვილებს“, რომლიც შშმ პირთა უფლებებს იცავს, ასპინძის სოფელ ჭობარეთში იმყოფებოდა. ალუდა ჯვარიძის მესხურ ოდაში სტუმრობა ივლისის დასაწყისში კოვიდრეგულაციების დაცვით დაიგეგმა.

შშმ პირთა მშობლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მესხურ ოდაში მასტერკლასებს დაესწრო. საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მენტალური და ფიზიკური პრობლემების მქონე 70 პირია გაწევრიანებული.
„თანადგომა შვილებს“ 2016 წელს დაფუძნდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში 1 079 ადამიანს შშმ პირის სტატუსი აქვს მინიჭებული.

| Print |