საზოგადოება
ნინოწმინდაში ფერმერს ცხვარი დაეხოცა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მთაში, სადაც მომთაბარე მწყემსები არიან დაბანაკებული, დაახლეობით, 150 სული ცხვარია მკვდარი. ვიდეომასალას ტელეკომპანია „ფარვანა“ ავრცელებს.

ნინოწმინდის მერიაში გვითხრეს, რომ მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობაა. მთაში ნისლი და ძლიერი წვიმაა.

„მეპატრონე ახლა ჩვენთან არის, მერიაში და ვეუბნები, რომ ვეტერინართან წავიდეს, ყველა კითხვაზე პასუხს ის გასცემს. როგორც ვიცი, 500-ზე მეტი სული ცხვარი იყო, აქედან 150-მდე დაიხოცა. მეპატრონე ამბობს, რომ ჭექა-ქუხილი იყო, მაგრამ არ გვაქვს დამადასტურებელი ფაქტი, რომ ნამდვილად უამინდობაა მიზეზი. თუ ასეა, ხორცი ვარგისია მხოლოდ 45 საათი. მიზეზებს ვეტერინარი დაადგენს, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ადგილი გამოვყოთ, სადაც დახოცილ ცხვრებს დამარხავენ“, - გვითხრა ნინოწმინდის მერის მოადგილე არტავაზ ტონოიანმა.

| Print |