საზოგადოება
აშშ-ის ელჩი სამცხე-ჯავახეთში არსებული ანტიდასავლური განწყობებით დაინტერესდა
საქართველოში აშშ-ის ელჩის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში დასრულდა. კელი დეგნანი ახალქალაქში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ესტუმრა. დიპლომატი ცენტრის მუშაობას გაეცნო და მისი წარმომადგენლებისგან რეგიონში ანტიდასავლური განწყობების და დეზინფორმაციის შესახებ მოისმინა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია, რა პროექტებს ახორციელებს ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთში და რა კეთდება მოსახლეობის ცნობიერების დონის ასამაღლებლად. ვინ არის მათი სამიზნე აუდიტორია და რა გზებით ხდება მათთან ურთიერთობა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებს გრძელვადიან პროექტს, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.

| Print |
თეგები: კელი დეგნანი /