საზოგადოება
ასპინძაში 92 წლის თამარ ყიფიანი აიცრა
თამარ ყიფიანი, რომელმაც ოქტომბერში კორონავირუსი დაამარცხა, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. 92 წლის ექიმმა იმუნიზაცია ასპინძაში ჩაიტარა.

„ამ ქვეყანაზე მე ისეთ დროს ვიცხოვრე, რომ გადავიტანე ქოლერა. ამ ხნის განმავლობაში ყველას უშველა ვაქცინამ. ახლა რომ უიმედოდ არიან ადამიანები, ყველას ვეუბნები, რომ ვაქცინაციის მეტი გზა არ არის. რომ დავდიოდით ყვავილზე ასაცრელად, როგორც ახლა არიან, ასე იყვნენ მაშინაც ადამიანები - მოიგონეს ახლა რაღაცო. არის ახლა ყვავილი? არა! მე რომ პირველ კლასში ვიყავი, მეათე კლასელი სამი გოგო ერთდროულად მოკვდა, ტუბერკულოზი იყო მაშინ. მაგის შემდეგ, მგონი ქოლერა იყო, ნიშნიანიძეების მთელი ოჯახი ამოწყდა. მახსოვს, მამა მიდიოდა მათ ღობესთან, სარზე აცვამდა ქათამს და საჭმელს და ასე აწვდიდა მეზობლებს.

ერთმა ეპიდემიამ ჩემი ძმა იმსხვერპლა, მეორე ბიჭი რომ გაჩნდა, უკვე ვაქცინა იყო, ზესტაფონიდან ჩამოუტანეს და გადარჩა. ამიტომ მწამს ამ ვაქცინის.

15 ოქტომბერს მოვხვდი კლინიკაში. მე ვკვდებოდი, ორი დღე ვკვდებოდი. ძლივს გადამარჩინეს“,
- გვითხრა თამარ ყიფიანმა. 

მისი ოჯახის ყველა წევრი ვაქცინირებულია. რომელ ვაქცინას მიანიჭეს უპირატესობა, ნახეთ აქ.
| Print |