საზოგადოება
ზაზა მაჩიტიძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს
ზაზა მაჩიტიძის დასახმარებლად ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს. ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ეროვნული ბანკი, ახალციხის მერიის შენობაში, დონორებისგან ბიოლოგიურ მასალას იბარებს. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
32 წლის ზაზა მაჩიტიძის დასახმარებლად, ერთი კვირაა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საქველმოქმედო, საბანერო აქციები.

მაჩიტიძეს ძვირადღირებული ოპერაცია - ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. ურაველში მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე სწორედ ამ ოპერაციაზეა დამოკიდებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ღვიძლის გადასანერგად 140 000 ლარია საჭირო.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

• „თიბისი“ ბანკი GE42TB7788245064300032
• „საქართველოს ბანკი“ GE34BG0000000499316816
• "ვითიბი ბანკი ჯორჯია“ GE48VT1004506039844001
მიმღები - ზაზა მაჩიტიძე.


• „ლიბერთი“ ბანკი GE34LB0711111178217000
მიმღები თამარ სამსონიძე.

| Print |