საზოგადოება
წელიწადში რამდენჯერმე ვაგზავნით განცხადებას - ვალეს მკვიდრი დატბორილ სპორტულ მოედანზე
სტადიონი ქალაქ ვალეში, სადაც ბავშვები ფეხბურთს კოჭებამდე წყალში თამაშობენ. სტალინის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ სპორტული მოედანი ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება. ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ განცხადებებს რეაგირება არც ერთხელ მოჰყოლია.

ვალეში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი 2011 წელს მოეწყო. მოსახლეობის თქმით, 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა ხალიჩა, სკამები და კარი დაზიანებულია.

ახალციხის მერი ამბობს, რომ მიზეზი ამორტიზებული სანიაღვრე არხებია, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დაგეგმილია. მერის წარმომადგენელი ვალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ დატბორილი სტადიონი უკვე მოაწესრიგეს.

| Print |