საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 10 ადიგენში, 5 ასპინძაში, 52 ახალციხეში, 5 ახალქალაქში, 49 ბორჯომსა და 1 ნინოწმინდაში.

სულ რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 912 გახდა.

სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს ერთი პირი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 55 წლის მამაკაცი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

თვითიზოლაციაში იმყოფება 996 პირი, აქედან ადიგენი - 155, ასპინძა - 100, ახალციხე - 235, ახალქალაქი - 163, ბორჯომი - 267, ნინოწმინდა - 76 პირი.

კოვიდ კლინიკაში 155 პაციენტი მკურნალობს.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 91 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 378 გახდა.

24 საათში აიცრა 606 მოქალაქე, რეგიონში სულ 10 370 აცრაა ჩატარებული.
| Print |